არავითარი ინციდენტი არ ყოფილა, მე და მაკო ბიგვავას კარგი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება

არავითარი ინციდენტი არ ყოფილა, მე და მაკო ბიგვავას კარგი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება

ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროს მაკო ბიგვავასთან რაიმე ინციდენტის არსებობას უარყოფს.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, მაკო ბიგვავას „გადაწყვეტილება არის პროფესიული“.

”არავითარი ინციდენტი არ ყოფილა. მე და მაკოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. მისი გადაწყვეტილება პროფესიულია. მაკო ჩვენი გუნდის წევრი არის, იყო და მომავალშიც დარჩება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მაკო ბიგვავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.