მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა

მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მაკო ბიგვავამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მიერ თანამდებობის მიზეზებზე, ასევე, მის სავარაუდო შემცვლელზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ, თავად მაკო ბიგვავასთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.