დასავლეთმა ფეხები დაადო ჩვენს შიდა პოლიტიკას, თავზე დაგვაჯდა, ფეხები გადმოდო და „კევს“ ღეჭავს, მორჩით ამას

დასავლეთმა ფეხები დაადო ჩვენს შიდა პოლიტიკას, თავზე დაგვაჯდა, ფეხები გადმოდო და „კევს“ ღეჭავს, მორჩით ამას

დასავლეთი მრავალი წელია რუსეთის შიდა პოლიტიკაში სისტემურად და უხეშად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ეს ბევრი წლის განმავლობაში უხეში და სისტემური, მათ შორის დიპლომატიურ დონეზე, ჩარევაა უშუალოდ ჩვენს შიდა პოლიტიკაში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

„დასავლეთმა ფეხები დაადო ჩვენს შიდა პოლიტიკას, თავზე დაგვაჯდა, ფეხები გადმოდო და „კევს“ ღეჭავს. მორჩით ამას“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა დისკუსიის მოდერატორს, ამერიკელ ჟურნალისტს მეგინ კელის.