წუხილს გამოვთქვამთ მომხდარის გამო, ყურადღებოთ ვაკვირდებით პროცესს და გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი

წუხილს გამოვთქვამთ მომხდარის გამო, ყურადღებოთ ვაკვირდებით პროცესს და გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი

ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ მომხდარის გამო, ყურადღებოთ ვაკვირდებით პროცესს და გვჯერა, რომ გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, - ამის შესახებ ჟუნრალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას განუცხადა.

"ვუერთები იმ წუხილს, იმ გამონათქვამებს, რომელოც გაკეთდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე ადამიანის უფლებების დამცველების და ჟურნალისტების მხრიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიგებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. თქვენ ახსენეთ მოლოდნი და მოლოდონი არის, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა. მოლოდინის გარდა, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა კონტექსტთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. ასე რომ, გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება“, - განაცხადა ჰერმანმა.