დაგვეხმარეთ რუსეთსა და აშშ-ის შორის ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ჩამოყალიბებაში

დაგვეხმარეთ რუსეთსა და აშშ-ის შორის ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ჩამოყალიბებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ბიზნესმენებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ რუსეთსა და აშშ-ის შორის ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ პეტერბურგში რუს და ამერიკელ ბიზნესმენებს შორის საუბარი, მათი ინიციატივები „წვლილს შეიტანს ხელსაყრელი გარემოს ფორმირებაში“, რათა ორ ქვეყანას შორის ნდობა და კონსტრუქტიული დიალოგი აღდგეს.

„დაგვეხმარეთ ნორმალური პოლიტიკური დიალოგის აღდგენაში. რუსეთის სახელით გთხოვთ და ამერიკულ მხარეს მივმართავ: ასევე დაეხმარეთ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დიალოგს, ვინაიდან კარგი ურთიერთობები ორივე მხარის ინტერესებშია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს და ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის დიალოგს აშშ-ის პრეზიდენტთან, მაგრამ წარმატების მისაღწევად საჭიროა სერიოზული ძალისხმევა ორივე მხრიდან“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.