ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ჩვენი პრიორიტეტი არ არის, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული

ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა ვინმე, ჩვენი პრიორიტეტი არ არის, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული

ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე, ჩვენი პრიორიტეტი არ არის, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული. შემოწმების სტილიც და პოლიტიკაც აგებულია იმისკენ, რომ სისტემურად შევხედოთ პრობლემებს, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო გარემოება ახლავს ამ შეხვედრას, თუმცა ამ გარემოებამ შესაძლებელია პოზიტიური შედეგებიც მოიტანოს.

"ძალიან დიდ სამსჯავროზე გამოვიდა ამ სამსახურის საქმიანობა. ერთი რაც ყველაზე სადარდებელია ამ გარემოებიდან არის, ის რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას განცდა და ჩვენ არ დავუბრუნდეთ იგივე იმ სისტემის აღქმას, რაც იყო კონტროლის პალატის მისამართით. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენი გუნდი ცდილობდა, რომ შეგვეცვალა ეს მიდგომა და სტერეოტიპები, რომელიც ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისამართით. საზოგადოებაში, პარლამენტში, ხელისუფლებაში ჩვენი სამსახურის მიმართ აღქმა იყო როგორც მდევნელი, ჩასაფრებული ორგანიზაციის, რომელიც ცდილობდა ცალკეულ უწყებებში აღმოეჩინა კანონდარღვევები და ინდივიდუალურად განეხორციელებინა დევნა საჯარო მოხელეებზე. ამ ხნის მანძილზე ჩვენი მცდელობა იყო, რომ ეს სტერეოტიპი შეგვეცვალა და საზოგადოებაში ჩამოგვეყალიბებინა აზრი, რომ ჩვენ ვართ პარტნიორი ორგანიზაცია თითოეული უწყების, რომელსაც ვამოწმებთ. ამ გარემოებამ, ამ პრეცედენტმა რომელიც მოხდა, არ მინდა შექმნას საზოგადოებაში განცდა, რომ ვუბრუნდებით კონტროლის პალატის სისტემას, როდესაც ერთ ადამიანზე ვართ ორიენტირებული. ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე, არ არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული. შემოწმების სტილიც და პოლიტიკაც აგებულია იმისკენ, რომ სისტემურად შევხედოთ პრობლემებს",- განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დახმარება მნიშვნელოვანია.

"თქვენი დახმარება მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებას აუხსნათ, რომ კონტროლის პალატისთვის სახელწოდების შეცვლა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბება არ იყო მხოლოდ სახელის შეცვლა, არამედ ეს არის მთლიანად სისტემის ცვლილება",- მიმართა გენერალურმა აუდიტორმა პრეზიდენტს.