დაესხნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულ ადამ ოსმაევს კიევში თავს დაესხნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
2012 წელს ადამ ოსმაევი უკრაინის სამართალდამცველებმა ოდესაში დააკავეს ერთ-ერთ ბინაში აფეთქების მოწყობის ბრალდებით. გამოძიებამ მას ასევე დასდო ბრალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში.
ადამ ოსმაევი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე ფალსიფიცირებულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას რეკომენდაციით მიმართა, რუსეთისთვის ადამ ოსმაევი არ გადაეცა, რის შემდეგაც მისი ექსტრადირების პროცესი შეწყდა. 2014 წლის 19 ნოემბერს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ადამ ოსმაევზე თავდამსხმელმა ასევე მიიღო ჭრილობები და ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება.