პრეზიდენტი ლაშა თორდიას საკითხზე - ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები?

პრეზიდენტი ლაშა თორდიას საკითხზე - ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები?

კითხვის ნიშნები ისმის სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში განაცხადა, სადაც გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და უწყების სხვა თანამშრომლებს ხვდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რაც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მოხდა, პასუხებს საჭიროებს.

„იმას, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, სჭირდება მკაფიო პასუხი. მოხდება რაღაც და ამას მოჰყვება ჩაფარცხვა, რის შედეგადაც კონკრეტული საკითხები პასუხგაუცემელია და კითხვის ნიშნები ისმის სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დგას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თუ ამას მოვშლით, ამით პრობლემას ვუქმნით ამ ინსტიტუტებს, სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს. მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები არის სერიოზული პრობლემა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთი თემების არგამოძიება, ჩაფარცხვა, ცუდად დაუბრუნდება სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს. დღეს გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარის გარდა. მე ვკითხულობ, როდის უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.