საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს იურისტის უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ“, - განაცხადა ქარჩავამ.
როგორც ცნობილია, საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი კომენტარები მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.