ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს საპასუხო განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს

ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს საპასუხო განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს საპასუხო განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს. როგორც გუშინ ედიშერ ქარჩავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საპატრიარქოს განცხადების შინაარსი მისთვის ცნობილია და ამ საკითხზე კომენტარს დღეს, 11:00 საათზე საპატრიარქოსთან გააკეთებს.

„კომენტარს ვერ მოგცემთ, ვისვენებ, ნინოობას გილოცავთ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

„ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული“, - ამის შესახებ საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული. მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.