სიტუაცია საგანგაშოა და ერთი-ორი ხელმძღვანელის გათავისუფლება საქმეს არ უშველის, საჭიაროა მინიმუმ მთლიანი სამთავრობო ცვლილება

სიტუაცია საგანგაშოა და ერთი-ორი ხელმძღვანელის გათავისუფლება საქმეს არ უშველის, საჭიაროა მინიმუმ მთლიანი სამთავრობო ცვლილება

„ევროპული საქართველოს“ წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაყვანასთან დაკავშიერბით სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურა ხარაზიშვილი ხელმძღვანელობდა.

თარგამაძის თქმით, სპეცოპერაციის საქმის კურსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იყო. როგორც თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საქმეში უჩა მამაცაშვილიც ფიგურირეს.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება საგანგაშოა, რის გამოც ის სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ,,უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ზურა ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ, თავის ორ სპეცრაზმელთან ერთად. ამ ოპერაციის საქმის კურსში იყო თავიდან ბოლომდე პრემიერ მინისტრი.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა აზერბაიჯანული მხრიდან, რომელსაც პრობლემები აქვს საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწვევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით საჩუქარს გაუკეთებდა საკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს ქართველი ძალოვანი სტრუქტურების დახმარება იმაში, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. უჩა მამაცაშვილმა თავის მხრივ, ვინაიდან არ სურს პარტნიორის ცვლილება, მისცა ამის საშუალება, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს. გომელაურმა ამ შეხვედრაზე დაისწრო მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი და საბოლოო ჯამში, ხელმძღვანელობა ამ ოპერაციაზე ჩაბარდა სწორედ სოსო გოგაშვილს. სახელმწიფო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ვერც ერთი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს პრემიერის დღევანდელი კომენტარები. სიტუაცია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საგანგაშო და აქ ერთი და ორი ხელმძღვანელის გათავისუფლება საქმეს არ უშველის. საჭიაროა როგორც მინიმუმ მთლიანი სამთავრობო ცვლილება“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.