ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო

ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო

„ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული“, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო მათი იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საპატრიარქოს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.

მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი“, - ნათქვამია განცხადებაში.