ირაკლი კობახიძე თბილისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატად კახი კალაძის დასახელებას არ გამორიცხავს

ირაკლი კობახიძე თბილისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატად კახი კალაძის დასახელებას არ გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე თბილისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატად კახი კალაძის დასახელებას არ გამორიცხავს.

თუმცა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში საბოლოო პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არაა და ამის შესახებ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჯერჯერობით, კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. გარკვეული, წინასწარი ინფორმაციები იყო გაჟღერებული, თუმცა დრო გვაქვს, რომ კანდიდატი ოფიციალურად წარვადგინოთ. ეს მოგვიანებით მოხდება, რის შემდეგაც გვეცოდინება, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, ეს ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კანდიდატი ოფიციალურად იქნებოდა წარდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.