აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

„1974 წელს დაბადებული აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდით ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და დაკავებისას გაქცევა სცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აფგან მუხთარლის თან 10 ათასი ევრო ჰქონდა და Bank of Georgia Express-ის საბანკო ბარათი.

მუხთარლის გუშინ ბაქოს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.