დასავლეთში რუსოფობიის მიზეზები მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესმა გამოიწვია, რაც მონოპოლისტებს არ მოსწონთ

დასავლეთში რუსოფობიის მიზეზები მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესმა გამოიწვია, რაც მონოპოლისტებს არ მოსწონთ

დასავლეთში რუსოფობიის მიზეზები მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების პროცესმა გამოიწყვია, მონოპოლისტებს კი ეს არ მოსწონთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დასავლეთში რუსოფობიის მიზეზი არის ის, რომ მრავალპოლარული მსოფლიო ყალიბდება, რაც მონოპოლისტებს არ მოსწონთ. როგორც ცნობილია, მონოპოლია ცუდია, მაგრამ მონოპოლისტები ყოველთვის, ყველა სფეროში ამისთვის იბრძვიან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბება რუსეთის წყალობითაც ხდება, რომელიც თავის კანონიერ ინტერესებს იცავს.

„რუსეთის პარტნიორებმა რიგ ქვეყნებში ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის შეკავების მცდელობები გამოავლინეს. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვები“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

„ახლა კი ისინი ხედავენ, რომ ეს არ მუშაობს, რომ ამის ეფექტი ნულია და ეს მათში გაღიზიანებას იწვევს. მათ სურთ რაღაცნაირად მიზანს მიაღწიონ და სიტუაცია გაამწვავონ. ვინც ამას აკეთებს, მათ საამისოდ საბაბს არ ვაძლევთ, თუმცა ცარიელ ადგილას ცდილობენ საბაბის გამოძებნას“, - აცხადებს რუსეთის ლიდერი.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსოფობიური განწყობა უსასრულო არ იქნება და მსოფლიო მის კონტრპროდუქტიულობას გაიაზრებს.

„გაგრძელდება თუ არა ეს დიდ ხანს?! იმედი მაქვს, რომ არა და უსასრულო არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს კონტრპროდუქტიულია და ყველას ზიანს აყენებს. ჩვენც გვაყენებს გარკვეულ ზიანს, მაგრამ ასევე ზიანს აყენებს მათ, ვინც ამგვარი პოლიტიკის გატარების ინიციატორია“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.