ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა ესტონურ გაზეთ Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაზე დიდ პრობლემას რუსეთი წარმოადგენს, რომელიც ჩვენს საზღვრებთან სამხედრო წვრთნებს ატარებს სულ უფრო და უფრო აგრესიული შინაარსით. ეს კი გვაიძულებს უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალა“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „აღნიშნული მოითხოვს ნატო-ს შიგნით რეფორმების ჩატარებას, რაც დაგეგმარების სისტემის გარდაქმნას გამოიწვევს“.