ვაჟა-ფშაველას გამზირზე  ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად  ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ერთკილომეტრიან გზის გამყოფ ზოლში, მოეწყობა საზაფხულო ფურნიტურები, დაიდგმება სკამები, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები. 

ტერიტორიაზე ჩატარდება არსებული ხეების სხვლა-ფორმირება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური გაზონი და დაირგვება 5800 ძირი დეკორატიული ბუჩქი. აღდგება განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები. ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვის  პირველ ნახევარში დასრულდება.