კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე სენატორ ჯონ მაკკეინს, კონგრესმენ დევიდ დრეიერს და კონგრესმენ ბილ შუსტეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მან განაცხადა, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
„მთელი ეს შეხვედრა დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და პირველად საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში როგორ უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სენატორი მაკეინი არჩევნებამდე საქართველოში მოიწვიეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი შედგება.
„ეხლა მისი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში მართლაც შედგეს ის ინსტიტუტები, რომლის შექმნასაც ის 20 წლის განმავლობაში ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ალასანიამ.