გია ვოლსკიმ ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვისას ვენეციის კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა

გია ვოლსკიმ ოზურგეთში საყოველთაო-სახალხო განხილვისას ვენეციის კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ოზურგეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ სიტყვით გამოსვლისას ვენეციის კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ვენეციის კომისიამ გერმანიაში საკონსტიტუციო ცვლილებები წინასწარი განხილვისას დადებითად შეაფასა. როგორც ვოლსკი ამბობს, კომისიის საბოლოო დასვნა ივნისში გახდება ცნობილი. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის ქმედითუნარიანობაზე, ზეპარტიული პრეზიდენტის, ძლიერი პარლამენტისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ ისაუბრა.

„ვენეციის კომისია არის მაღალი მხარდაჭერილი სტრუქტურა ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რომელიც ცდილობს შეცდომის გზით არ წახვიდე. არ გააკეთო ისეთი კონსტიტუცია და არ მიიღო ისეთი კანონები,რომელიც საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ახლა იყო განხილვა და საუკეთესო შეფასებები მისცეს ბევრ რამეს, არის გარკვეული შენიშვნებიც. ვენეციის კომისიის შეფასებები და წინადადებები გახდება ფართო მსჯელობის საგანი, სანამ ჩვენ ამ პროექტს შემოვიტანთ. პროექტზე ეტაპობრივი მსჯელობა წავა და ნოემბრამდე ბევრი განხილვა და დაპირისპირებები იქნება, იმედია ეს იქნება ჯანსაღი დაპირისპირება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.