ირაკლი სესიაშვილი:  კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა

ირაკლი სესიაშვილი: კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვის ე.წ.რუსეთის ელჩად დანიშვნას ცინიკური დამოკიდებულების გამოვლინებად აფასებს.

სესიაშვილი კულახმეტოვს სამხედრო დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, მისი ე.წ. ელჩად დანიშვნა არის რუსეთის დამოკიდებულების გამოხატვა, როგორც ოკუპაციის, ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართ.

”ეს არის ოკუპანტის, რუსეთის რეალური სახე. ის ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში და ებრძოდა ჩვენს ქვეყანას”, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა.