მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

მივმართავ ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში

მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნასა და ამ თემაზე შეფასებებს გამოეხმაურა.

”განსაკუთრებით ცინიკური არის ზოგადად ის, რომ საქართველოს ტერიტორიებზე არის რუსეთის ბაზები, ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსეთს აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგრამ ყველანაირ ოკუპაციას აქვს დასასრული. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მივმართავ საქართველოს ყველა დევნილს, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როცა ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. დანარჩენი ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს, რასაც ამ ტერიტორიებზე დე ფაქტო მმართველები აკეთებენ, ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში, რომელიც აუცილებლად დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ამის გარანტია არის საერთაშორისო თანამეგობრობა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.