ირაკლი სესიაშვილის აზრით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ორივე ინციდენტს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს

ირაკლი სესიაშვილის აზრით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ორივე ინციდენტს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ორივე ინციდენტს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლება დაინტერესებულია მხოლოდ სიმართლის გარკვევით. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ადგილი აქვს კომპრომატებით დაპირისპირებას, არასაკმარისია, რადგან ერთი მხრივ, საქმე ეხება მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირს, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეს, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა.

”ყველა ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. პირველ რიგში, ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. ჩვენი, ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ამ ინციდენტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ პასუხი მიიღოს და შესაბამისი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, თუკი დასასჯელია, დაისაჯოს. ჩვენი პოლიტიკური ძალის რომელიმე პირთან ასოცირება მიუღებელია. ორივე ინციდენტი მიუღებელია, თუმცა გამოძიების გარეშე პასუხს ვერ მივიღებთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.