მინისტრის თქმით, აუდიტის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო

მინისტრის თქმით, აუდიტის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზაბ სუბარი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია გასცდა საკუთარ უფლება-მოველეობებს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

ამის შესახებ სუბარმა ფარცხალაძე-თორდიას საქმის კომენტირებისას განაცხადა.

"შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ურჩევნია დაადასტუროს მართალია თუ არა და რა მოხდა სინამდვილეში. ზოგადად, მინდა ერთი რამ ვთქვა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აუდიტის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდნენ პოლიტიკურ თამაშებში",- განაცხადა სუბარი.

ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.