"თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს"

პარლამენტის თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი, თან ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის. ლილუაშვილი ლაშა თორდიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა:

"ცუდი ფაქტია, როცა თანამდებობის პირი, თან ამხელა ლეგიტიმაციის სამსახურის ხელმძღვანელი იარაღით დადის. თუ ეს ნამდვილი კადრებია, ის იარაღით ხელში არ უნდა დარბოდეს. ვერ გეტყვით, კადრები რა მიზნით ვრცელდება, მაგრამ ისიც გასარკვევია, კადრების გამავრცელებელი ვინ არის. თუ თორდია აღიარებს, რომ იარაღით ხელში, რესტორანში ნასვამი დარბოდა, ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს", - აღნიშნავს ლილუაშვილი.

დეპუტატი ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ეხმაურება. "გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუ ინფორმაციის საჯაროობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, აუცილებლად კომისიის შექმნაზე ვიფიქრებთ, მაგრამ ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რადგან გამოძიებას სამოქმედო ვადები აქვს განსაზღვრული. გამოძიება ამ ვადებს არ გასცდენია", - განაცხადა ლილუაშვილმა.