ოთარ კახიძე:  ლაშა თორდიას შავ პიარს უგორებენ

ოთარ კახიძე: ლაშა თორდიას შავ პიარს უგორებენ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ლაშა თორდიას წინააღმდეგ გამოქვეყნებული ვიდეო მასალა არის ხელისუფლების შავი პიარი გენერალური აუდიტორის წინააღმდეგ.

კახიძის თქმით, მთელი სახელისუფლებო მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობა აარიდონ.

„ამ მიზნით თორდიას შავ პიარს უგორებენ. აქვეყნებენ რაღაც ვიდეოს, სადაც არ ვიცით, არის თუ არა თორდია. თორდია როგორ იქცევა, ამას რა კავშირი აქვს ფარცხალაძის მიერ დანაშაულის ჩადენასთან? ამით ფარცხალაძე ვერანაირად ვერ გამართლდება. გამოძიება რასაც ეწევა, ამას ჰქვია დანაშაულის ჩაფარცხვა, რადგან ფარცხალაძე ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ფინანასური პოლიციის საკონტროლებლად და ის ასევე, ივანიშვილთან დაახლოებული წრის მეშვეობით აკონტროლებს მნიშვნელოვან ბიზნეს-წილებს“, - განაცხადა კახიძემ.

თავად ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ნამდვილად თავად არის და 2016 წელს გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

თორდიას განცხადებით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება.მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს.