თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება

თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოიაზრება თუ არა იგი ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატად.

,,კანდიდატურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება მაისის ბოლოს და შესაბამისად, ყველა იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნეს განხილული, თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ. ამაში დასამალი არაფერია. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ჯერ ადრეა", - განაცხადა კალაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას განიხილავს.