საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები იყოს ღია

საპატრიარქოს პოზიციაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესები იყოს ღია

საპატრიარქოს პოზიციაა, რომ სასამართლო იყოს ღია, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, საპატრიარქოს პოზიცია წინა სასამართლო სხდომისგან არ განსხვავდება.

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მამა გიორგი მამალაძის ინტერესები და მეორე მხრივ, ასევე იმ ადამიანთა ინტერესები, რომელთა პირადი ცხოვრების გარემოებებზე ან არსებით საკითხზე შეიძლება იყოს საუბარი და რომლის გასაჯაროვებაც ზიანს მიაყენებს იმ ადამიანთა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, დაველოდებით იმ დასაბუთებას, თუ რას დაასახელებს, ერთი მხრივ, პროკურატურა და მეორე მხრივ, დაცვის მხარე, რომელიც შეგვპირდა, რომ მათი შუამდგომლობაც ასევე იქნება დასაბუთებული", - განაცხადა ედუშერ ქარჩავამ.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას სასულიერო პირები, მათ შორის დედაოები ესწრებიან.