ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესს დედა სინოდია დაესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალი შეთითხნილია და აღნიშნულმა საქმემ საპატრიარქოს იმიჯზე უკვე იმოქმედა. შესაბამისად, მისი აზრით, პროცესი საჯარო უნდა იყოს, როგორც ამას დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ითხოვს. „მგონია, რომ რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი გასაჯაროვდა. ასე რომ, რადგან თვითონ ითხოვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ და საჯარო იყოს სხდომა, სხდომის დახურვამ შეიძლება უფრო მეტი კითხვა დატოვოს“, - განაცხადა დედა სიდონიამ. საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს.