საზოგადოებასთან ასეთი ცოცხალი შეხვედრები უფრო პროდუქტიულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამტრედიაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვების დაწყებამდე განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, ყველა განხილვა რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
„საზოგადოებასთან ასეთი ცოცხალი შეხვედრები უფრო პროდუქტიულია. არც ერთი შეხვედრა არ ჩატარებულა ისე, რომ მწვავე არ ყოფილიყო. განსაკუთრებით მიწის საკითხთან დაკავშირებით იგრძნობა საზოგადოების დამოკიდებულება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.