საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
ამბაკო ავალიანი ყვება, რომ 3 ივნისს ის მოტყუებით წაიყვანეს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად, სადაც მინისტრის მხრიდან იყო მუქარანარევი სიტყვები. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ჩემპიონს დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებდა.
ამბაკო ავალიანი ლადო ვარძელაშვილს იპოდრომთან მდებარე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავად უდესიანიც.