ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს, ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის

ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს, ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის

ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს, ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის, - ასე მიმართა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე ”ევროპული საქართველოს” წევრ მამუკა ჩიქოვანს. 

მამუკა მდინარაძემ მამუკა ჩიქოვანს მიმართა, ნუ მოახდენს საზოგადოების პროვოცირებას. ”თავად ნუ გააკეთებთ ამ ამბის პროვოცირებას. ნუ მივაყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, რომ მათ ვინმე დავალებას აძლევს. ეს იყო თქვენი ხელისუფლების ხელწერა, ჩვენ ასეთი რამე თავში არ მოგვდის”, - მიმართა მდინარაძემ ჩიქოვანს. 

”ევროპული საქართველოს” წევრმა მამუკა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ მიყვანილი ხალხი არის დარბაზში, რასაც დარბაზში მყოფების უკმაყოფილო შეძახილები და ხმაური მოჰყვა.