საფრანგეთში ფრანსუა ოლანდისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდისა და არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროტოკოლის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე ფრანსუა ოლანდი ქვეყნის ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო საიდუმლოებისა და ბირთვული შეიარაღების კოდებს გადასცემს. 

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთი ამ დროისთის 300-მდე ბირთვულ ქობინს ფლობს. ცერემონიის დაწყებასა და ახლად არჩეული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ელისეს სასახლის წვეულებათა დარბაზში სტუმრები უკვე ელიან. 
გავრცელებული ცნობით, ოლანდისა და მაკრონის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ არის ხოლმე დაგეგმილი.