დღეიდან საქართველოში წვიმა, ელჭექი და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელია

დღეიდან საქართველოში წვიმა, ელჭექი და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელია

დღეიდან 17 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.