ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრაკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ

ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრაკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ

ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრაკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ, - ამის შესახებ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პროცენტებზე არ ჩხუბობს, არამედ სურთ სამართლიანობა იყოს დაცული. ”ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებაში, რაც იწვევს წინააღმდეგობას, მაგალითად ჩემსა და ”ქართულ ოცნებას” შორის, არის ის, რომ შემოთავაზებულია სრულიად არადემოკრატიული ცვლილება და ეს არის გადასანაწილებელი ხმების მითვისება. 

იმისთვის არ ვიყავით დაპირისპირებული წინა რეჟიმთან, რომ იგივე ცვლილებებზე გველაპარაკა, ანტიდემოკრატიულ ცვლილილებებზე. აქ საუბარი არ მიდის პროცენტებზე, პროცენტებზე არ ვჩხუბობთ ჩვენ. იმიტომ ვუპირისპირდებოდით იმ რეჟიმს, რომ უკეთეს ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ”,- განაცხადა დეპუტატმა. 

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ”ქართულ ოცნებას” არ ადარებს წინა ხელისუფლებას. ”არ მინდა იმ წინას შევადარო, თუნდაც ადამიანის უფლებების კუთხით ბევრი რამ რადიკალურად არის შეცვლილი. თუნდაც ეს ფორმატი თქვენი საჩუქარი კი არ არის, კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა იმ წინა რეჟიმსაც ჰქონდა ამის პრეროგატივა, მაგრამ დახურულ დარბაზებში ატარდებდა. 

კარგი იქნება სწორად იყოს გაანალიზებული ოპოზიცია ჩემი სახით, თორემ ოპოზიციას ყველას უწოდებთ თქვენ და ძალიან გთხოვთ, ერთ ტაფაში ნუ მომხრკავთ მე და ”ნაციონალურ მოძრაობას”, მე ის ოპოზიცია არ ვარ”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.