აქ წარმოდგენილია სლოგანები: დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არ არსებობს; ქმედითი მთავრობა, რომელზე ლაპარაკიც ზედმეტია; ძლიერი პარლამენტი - სამწუხაროდ, არ არის

აქ წარმოდგენილია სლოგანები: დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არ არსებობს; ქმედითი მთავრობა, რომელზე ლაპარაკიც ზედმეტია; ძლიერი პარლამენტი - სამწუხაროდ, არ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრ მამუკა ჩიქოვანის გამოსვლას რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე, ხმაური მოჰყვა. 

„აქ წარმოდგენილია სლოგანები: დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არ არსებობს; ქმედითი მთავრობა, რომელზე ლაპარაკიც ზედმეტია; ძლიერი პარლამენტი - სამწუხაროდ, არ არის და ზეპარტიული პრეზიდენტი - ეს ნამდვილად მისაღწევი თემებია“, - განაცახდა ჩიქოვანმა. 

მამუკა ჩიქოვანის გამოსვლას დარბაზიდან მოჰყვა რეპლიკები: „ევროპული საქართველო რომ დაირქვი, მართლა ევროპელი კი არ ხარ“ და სტვენა. ჩიქოვანის თქმით, დარბაზში შეკრებილთაგან „ზოგი შეიძლება დავალებას ასრულებს, მაგრამ ყველას აზრი მოსასმენია“.

„იმედია, ხელისუფლებავე უზრუნველყოფს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დარბაზის დიდმა ნაწილმა მოისმინოს განსხვავებული პოზიციები. იმედია, მოისმენთ, რამდენად არასასიამოვნოც არ უნდა იყოს. მარტო ჩემით და თქვენით არ მთავრდება საქართველო, ამ ქალაქში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია“, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

მამუკა ჩიქოვანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში რუსთავის მერი და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.