გიგი წერეთლის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა

გიგი წერეთლის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა

ვიცი რა სახელისუფლებო ტექნოლოგიები, ისიც კარგად ვიცი, რომ დარბაზის განწყობა შეიძლება არ იყოს სასარგებლო ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

გიგი წერეთლის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა, ხელი არ შეუშალონ გამოსვლაში და კონკრეტულ თემაზე - კონსტიტუციაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

„ჩვენ დღეს ვიხილავთ კონსტიტუციას და კარგია, რომ ეს დოკუმენტი შეთანხმებით იყოს მიღებული და არა - კონფრონტაციით. მე ვიცი განწყობები დარბაზში. ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით გარკვეული პერიოდი, ამიტომ ვიცი რა სახელისუფლებო ტექნოლოგიები, ისიც კარგად ვიცით, რომ დარბაზის განწყობა შეიძლება არ იყოს სრულად სასარგებლო ოპოზიციის მიმართ. ამას რბილად ვამბობ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ როგორც პოლიტიკოსმა, თქვენმა თანამოქალაქემ, დღეს ვისაუბროთ კონსტიტუციაზე და ნუ იქნება მაინც და მაინც პოლიტიკური შერკინების ველი და თავის გამოჩენა იმით, რომ ვიღაცა ხელისუფლებას აუცილებლად მხარს უჭერს და ოპოზიციას ლანძღავს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.