თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბუნდოვად არის მოწესრიგებული ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბუნდოვად არის მოწესრიგებული ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით

თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბუნდოვად არის მოწესრიგებული ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა. 
ირაკლი კობახიძე რუსთაველებს კონსტიტუციის პროექტის დეტალებს აცნობს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე არსებულ ხარვეზებს გაუსვა ხაზი.

”თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბუნდოვად არის მოწესრიგებული ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით. აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ იმიჯნება კომპეტენციები მშვიდობიან პერიოდში, როგორ იმიჯნება კომპეტენციები საომარი მდგომარეობისას, საგანგებო მდგომარეობის დროს ძირითად კონსტიტუციურ ორგანებს შორის. ეს საკითხები, რომელიც აქამდე ბუნდოვნად იყო დარეგიულირებული, დღეს არის მოწესრიგებული ძალიან მკაფიო ფორმით. ძალიან მკაფიოდ იმიჯნება კომპეტენციები ამ სფეროში ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის”,- აღნიშნა კობახიძემ.