უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერი დაესწრება

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერი დაესწრება

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ტყიბულიდან იტყობინება, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაუდასტურა.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეშახტეებს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათინი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.