სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური გუნდი სამართალმემკვიდრე ხართ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის

სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური გუნდი სამართალმემკვიდრე ხართ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღიაროთ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური გუნდი ხართ სამართალმემკვიდრე 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის, - ასე მიმართა მცხეთაში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას კითხვების ეტაპზე მოქალაქემ ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს.

მოქალაქემ კითხვების ეტაპზე აღნიშნა, რომ ის კითხვის დასმას არ აპირებდა და სურდა მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

„თქვენგან გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შეიქმნას სასათბურე პირობები, რათა რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს ხელისუფლებაში.

2004 წლიდან 2010 წლამდე რამდენი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში რათა გაგვეძლიერებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი? 2010 წელს თავდაყირა დააყენეთ კონსტიტუცია და ყველა ის უფლებები, რომელიც პრეზიდენტს მიანიჭეთ ეტაპობრივად პრემიერ-მინისტრს გადაეცით. რატომ გააკეთე ასე? ამის მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ სააკაშვილი მესამე ვადით ვერ იქნებოდა და პოლიტიკური პლატფორმა შეუქმენით პრემიერად მოსვლისთვის. თქვენსა და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის ცოტა განსხვავებაა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღიაროთ, რომ სააკაშვილი და მასთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური გუნდი და მათ შორის თქვენც ხართ სამართალმემკვიდრე იმ 9 წლიანი რეჟიმის”, - განაცხადა მოქალაქემ.