მედიის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 11 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

მედიის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 11 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია

თურქეთში, მუღლას პროვინციაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 11 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. ავარიის დროს მიკროავტობუსში 31 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან. 

მუღლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით, მიკროავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.