Microsoft-მა კიბერთავდასხმების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

Microsoft-მა კიბერთავდასხმების გამო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში დაამატეს ინსტრუმენტები იმ ვირუსთან საბრძოლველად, რომელმაც ათობით ქვეყანაში კომპიუტერები დააზიანა.

„ჩვენმა ინჟინრებმა დაამატეს ზიანის შემცველი პროგრამების აღმომჩენი Ransom:Win32.WannaCrypt“, - განუცხადეს კომპანიაში Reuters-ს.

მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები  რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ელექტრონული სერვერები დავირუსდა - დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც თანხის გადახდა არის საჭირო. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, კიბერშეტევის რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ მონაცემები intel.malwaretech.com-ზეა მითითებული. 

კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობენ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, ვიეტნამში, ტაივანსა და სხვა ქვეყნებში. რუსული მედია იუწყება, რომ ქვეყნის შსს-ს სისტემა დავირუსდა. ბრიტანეთში კი, ჯანდაცვის კომპიუტერულ სისტემას შეექმნა პრობლემები.