მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო. 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, ცენტრში მიმდინარე ქართული ენის დისტანციურ გაკვეთილს დაესწრო. ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“ 2016 წლიდან ხორცილდება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ხელმისაწვდომია უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. 

დისტანციური სწავლება 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის და ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. 

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და კომპანიის „Microsoft - საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.