ირაკლი კობახიძე მიწის საკითხთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

ირაკლი კობახიძე მიწის საკითხთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოელებზე მიწის გასხვისების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით ცვლილება შედის და მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი.

„კონსტიტუციაში შედის ცვლილება მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ორგანული კანონით წესრიგდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთის მხრივ, არ შევზღუდოთ ის პოზიტიური ინვესტიციები, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის, აგრარულ სფეროში და ასევე, ეს მოგვცემს ამ საკითხის სათანადოდ რეგლამენტირების საშუალებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.