სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ბონუსური სისტემა უსამართლოა

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ბონუსური სისტემა უსამართლოა

”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ იმ თეორიებზე ისაუბრა, რომელიც შესაძლებელია ე.წ. ბონუსების სისტემით შეიქმნას. როგორც კაპანაძემ თელავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, ეს თეორიები აჩვენებს, რომ ეს სისტემა არის უსამართლო.

”ეს არის უსამართლო სისტემა. შემოთავაზებული სისტემით, შესაძლებელია მეორე ან მესამე ადგილზე გასულმა პარტიებმა დააგროვონ 50%-ზე მეტი, ან მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულმა პარტიებმა დააგროვონ 51%-იც კი, თუმცა ვერ დააკომპლექტონ მთავრობა. რაც არ უნდა გვეძახონ, რომ ეს არ არის ხმების მოპარვა, აბა რა არის? მაგალითად: პირველ ადგილზე გასული პარტია იღებს 30%-ს, მეორე ადგილზე გასული პარტია იღებს 29,9%-ს, მესამეზე გასული კი იღებს 20.6%-ს. ჯამში იკარგება 20%-ის ხმები. მათემატიკურად, 29,9% და 20,6% რომ შევკრიბოთ არის 50%-ზე მეტი, მაგრამ ამ სისტემის მიხედვით პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს დამატებით 30 მანდატს და 76 ხმით აკომპლექტებს მთავრობას. როგორ არის ეს სამართლიანი სისტემა? ამ სისტემით, შესაძლოა 25%-ზე ნაკლები ჰქონდეს მხარდაჭერა პირველ ადგილზე გასულ პარტიას და ხმების 2/3 მოაგროვოს. ამიტომ, ეს არ არის სამართლიანი სისტემა”, - განაცხადა კაპანაძემ.