აშშ-ში ბანდფორმირებების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას 1378 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 445 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

აშშ-ში ბანდფორმირებების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას 1378 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 445 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

26 მარტიდან 6 მაისის ჩათვლით, აშშ-ის ტერიტორიაზე ბანდფორმირებების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 1378 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

სპეცოპერაციის სამიზნეს ბანდფორმირებების წევრები და მათთან დაკავშირებული პირები წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩართულნი არიან დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის კონტრაბანდაში, ტრეფიკინგში, მკვლელობასა და რეკეტიორობაში.

1378 დაკავებულიდან 1,098 პირს ფედერალური ან შტატის ბრალდება წაუყენეს. მათ შორის, 21 პირს ბრალდება მკვლელობაში წაუყენეს, ხოლო შვიდ პირს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში. აქედან 933 ადამიანი აშშ-ის მოქალაქეა, 445 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.