ბალტიისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს გაესაუბრნენ.
პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმართა - "იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცი ბარემ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვით გაიხსნა.
კონსტიტუციის სახალხო-საყოველთაო განხილვას, რომელიც დღეს თელავში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად არ დაესწრება.