არასამართლიანად არჩეული პარლამენტი, 300 ხმოსნის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ამ უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრულ უზურპაციას ნიშნავს, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, გიორგი ღვიანიაშვილა თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოვეთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
ღვინიაშვილმა საარჩევნო სისტემისა და პრეზიდეტის არჩევის მიმართულებებით დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა, როგორც მან განაცხადა, არჩევნებში პირველ ადგილას რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა გავიდეს, მას ყველა გადაუნაწილებელი მანდატის წაღების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, ასევე დაუშველია პრეზიდენტის არჩევის უფლების ამომრჩევლისათვის წართმევა და ამ უფლების 300-ხმოსნისთვის გადაცემა.
გარდა ამისა, ღვინიაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენებს მიმართა, თელაველებს განუმარტონ, მართლა იგეგმება თუ არა თვითმმართველი ქალაქებისთვის, მათ შორის თელავისათვის აღნიშნული სტატუსის წართმევა და რატომ შეიძლება დაკარგოს თელავმა ეს სტატუსი.