რომში დღეს მომხდარი აფეთქების ყველაზე სავარაუდო კვალი ანარქისტულ ძალებზე გადის

რომში დღეს მომხდარი აფეთქების ყველაზე სავარაუდო კვალი ანარქისტულ ძალებზე გადის

რომის პროკურატურის განცხადებით, რომში დღეს მომხდარი აფეთქების ყველაზე სავარაუდო კვალი ანარქისტულ ძალებზე გადის.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ხელნაკეთი მოწყობილობით მოხდა. ”ასაფეთქებელი მოწყობილობა პლასტმასის ყუთში იყო განთავსებული“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

დღეს, რომის ცენტრში, ფოსტის შენობის წინ მდებარე პარკინგზე აფეთქება მოხდა.