ყველამ ვიცით, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში

ყველამ ვიცით, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში

ყველამ ვიცით, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში, ამიტომ ნამდვილად არ არის შედარების საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე, ყოფილი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება შედარებას აფხაზეთის „არჩევნებსა“ და საქართველოს არჩევნებს შორის - იქ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით... ერთი რომ, არ ვიცი რამდენად შეიძლება რამეს შევადაროთ საერთოდ ის ე.წ. არჩევნები, რომელიც ტარდება აფხაზეთში და რამდენად დემოკრატიულად შეიძლება ზოგადად რაიმე შეფასდეს, რაც ხდება აფხაზეთში. ყველამ ვიცით, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში. ნამდვილად არ არის ეს შედარების საფუძველი. ჩვენ აფხაზებს თავი უნდა მოვაწონოთ ჩვენი დემოკრატიით, კულტურით, დემოკრატიის განვითარებით და ამას, ზუსტად დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს გულისხმობს საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თენგიზ ჯგუშიას თქმით, „აფხაზები ირჩევენ თავიანთ პრეზიდენტს პირდაპირი წესით და ჩვენ აფხაზებს ვეპატიჟებით იმ საქართველოში, სადაც 300 მგოსანი თუ ხმოსანი აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, სადაც აფხაზები იქნებიან?”