არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ მაკრონი შეძლებს თავისთვის რუსეთის აღმოჩენას და დააფასებს ჩვენთან თანამშრომლობის პოტენციალს

არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ მაკრონი შეძლებს თავისთვის რუსეთის აღმოჩენას და დააფასებს ჩვენთან თანამშრომლობის პოტენციალს

საფრანგეთის არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საგარეო პოლიტიკა პროდასავლური და რუსეთთან მიმართებაში თავშეკავებული იქნება, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ემანუელ მაკრონი შეძლებს რუსეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობის პოტენციალის სათანადოდ შეფასებას.

„ჯერ აშკარაა, რომ პრეზიდენტ მაკრონის პრეზიდენტობის უახლოეს პერიოდში, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პროდასავლური, ნატო-ს მხარდამჭერი და რუსეთთან მიმართებაში თავშეკავებული დარჩება. ამავდროულად, მაკრონი საინტერესო და საკმაოდ ახალგაზრდა პოლიტიკოსია და არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ის შეძლებს თავისთვის რუსეთის აღმოჩენას და სათანადოდ დააფასებს რუსეთ-საფრანგეთის თანამშრომლობის პოტენციალს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლეონიდ სლუცკიმ.